გომბორი-თბილისის გზაზე უცხოელი ტურისტები დაშავდნენ
გომბორი-თბილისის გზაზე უცხოელი ტურისტები დაშავდნენ
10:25 06.09.2012
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გომბორი-თბილისის გზაზე უცხოელი ტურისტები დაშავდნენ.

ტურისტები კახეთიდან დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, როცა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი, ხევში გადავარდა.

დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ჯგუფმა თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი, უცხოელი.

ექიმების განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ბეჭდვა