საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში ანგარიშით 103:107 დამარცხდა.
პირველიდან ბოლო წუთამდე შეხვედრა თანაბარი ქულებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი, ქართველმა კალათბურთელებმა ოთხი ქულის სხვაობით წააგეს.
საქართველოს რიგებში 23 ქულით საუკეთესო მანუჩარ მარკოიშვილი იყო.
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს ლატვიაში აირინს ბაგაცკისის გუნდთან გამართავს. ბოლო ტურში, 11 სექტემბერს კი, ჰოლანდიას უმასპინძლებს.
