კორონავირუსით ინფცირებულთა რაოდენობა 610-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 269-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფცირებულთა რაოდენობა 610-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 269-მდე გაიზარდა
10:21 06.05.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5083 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 505 ადამიანი რჩება.


ბეჭდვა