საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
10:22 04.05.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5028 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 537 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა