საქართველოში COVID-19-ით მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა
15:40 03.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 553 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა