საქართველოში COVID-19-ით მერვე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით მერვე პაციენტი გარდაიცვალა
13:37 02.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მერვე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5152 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 551 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა