კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა
10:28 02.05.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 540 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა