საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
20:06 01.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 540 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა