პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა უპირველესად კოვიდ-19 -თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეფორმები აქვს საქართველოს დაგეგმილი ამ მიმართულებით და როგორ ხორციელდება ისინი, როგორია ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკა კოვიდ-19 -თან მიმართებაში და ა.შ.
ისაუბრეს ასევე, ზოგადად, ეკონომიკურ პროგრამაზე და იმ შესაძლებლობებზე, როდესაც ქვეყანა შეძლებს უფრო აქტიურად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
"შეხვედრაზე ყურადღება, ბუნებრივია, დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებსაც ოკუპანტი ქვეყანა იყენებს თავის სასარგებლოდ მაშინ, როცა ყველა ებრძვის ამ უხილავ მტერს, ცდილობენ უფრო აგრესიულად იმოქმედონ ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა და თანადგომა ამ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა კახა კუჭავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ.
"ამ რეალობაში ექიმებს გვაკისრია სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ყველაზე ფასეული ადამიანების ჯანმრთელობაა. არსებულ ვითარებაში საკუთარ თავზე ექიმები ნაკლებად ვფიქრობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი მისამართით ვგრძნობთ მხარდაჭერას, იქნება ეს მორალური თუ ფინანსური. მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ექიმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, იმიტომ რომ ჩვენ ათასობით ადამიანს ვჭირდებით. თიბისი დაზღვევის ინიციატივა სწორი და დროული იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი და ზოგადად თითოეული ექიმის მნიშვნელობა." - დემურ ბარბაქაძე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომელი.
