კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა
10:07 28.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 497 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5107 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 534 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა