კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა
13:21 27.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 496 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4932 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 568 ადამიანი რჩება.


ბეჭდვა