საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
12:49 26.04.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 522 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა