კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 431-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 431-მდე გაიზარდა
11:20 24.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5888 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 571 ადამიანი რჩება.


ბეჭდვა