მოქალაქეების აზრით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა
მოქალაქეების აზრით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა
14:59 05.09.2012
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების აზრით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის სამი უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთ ა მოსყიდვა (22%), ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები (18%) და საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრაა (17%).

სამართლიანი არჩევნებისთვის ძირითად დაბრკოლებად გამოკითხულთა 16% სამსახურის შესანარჩუნებლად ხმის მიცემას ასახელებს, 14% - ე.წ კარუსელს, 13% - პარტიების საქმიანობის არათანაბარ გაშუქებას, 13% - ამომრჩეველთა შევიწორებას მიიჩნევს.

დაბკოლებების ჩამონათვალში შედის ასევე, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა; საჯარო მოხელეების კამპანია ერთი პარტიის სასარგებლოდ; ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა; თანამშრომლის იძულება მონაწილეობა მიიღოს კამპანიაში და სხვა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის პროცესში შემთხვევით შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია

ბეჭდვა