ეკატერინე ტიკარაძე: ტესტირების ჯგუფებში აფთიაქისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებიც შევლენ
ეკატერინე ტიკარაძე: ტესტირების ჯგუფებში აფთიაქისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებიც შევლენ
14:45 23.04.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლების ტესტირებაც იგეგმება. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ,"- განაცხადა ტიკარაძემ.
ბეჭდვა