ტიკარაძე: მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე შეივსება
ტიკარაძე: მაისის  დასაწყისში  PCR  ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე შეივსება
14:27 23.04.2020
ჯანდაცვის მინიტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი PCR ტესტია, ორშაბათს კი კიდევ 40 ათას ტესტს ელოდებიან.


"ჩვენ განვაგრძობთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს, როგორც სწრაფი ტესტებით ასევე PCR  ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PCR  ტესტის სრული კომპლექტაცია, ორშაბათს ველოდებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში სადაც მიმდინარეობს, როგორც პაციენტების, ასევე თანამშრომლების ტესტირება, რის შემდეგადაც ხდება Pჩღ-ით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება"-განაცხადა ტიკარაძემ.
ბეჭდვა