კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა
11:27 23.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 584 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა