NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს
14:33 05.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ თვლის.

კითხვაზე - თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 33%-მა დადებითად უპასუხა.

როგორც შედეგები აჩვენებს, იმ 67%-დან, რომლებიც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ, გამოკითხულთა 46% უმუშევარია და სამსახურს ეძებს, 24% - არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 7% - დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, თუმცა, ამჟამად არ ეძებს.

სქესის მიხედვით, დასაქმებულად თავს უფრო მეტი მამაკაცი მიიჩნევს ვიდრე ქალი. ასაკობრივი ზღვარის მიხედვით კი, ძირითადად თავს დასაქმებულად მიიჩნევენ 36-55 ასაკის მოქალაქეები.

ბეჭდვა