კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 107-მდე გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 107-მდე გაიზარდა
21:03 22.04.2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.




მათ შორის 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 579 ადამიანი რჩება.






 

ბეჭდვა