NDI კვლევის მიხედვით, 42% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა
NDI კვლევის მიხედვით, 42% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა
14:02 05.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპოდენტთა 42% მიიჩნევს, რომ ამჟამად, საქართველ ო დემოკრატიული ქვეყანაა, 40%, ფიქრობს, რომ არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ხოლო 17%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის თანახმად, ივლისთან შედარებით ამ კითხვაზე კატეგორიაში - არა, პასუხების რაოდენობამ იკლო. ივლისის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 43% მიიჩნევდა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.


ბეჭდვა