საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-5 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-5 პაციენტი გარდაიცვალა
11:26 22.04.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 579 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა