1 ოქტომბრის საპარლამენტიო არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება. ასეთი დამოკიდებულება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში
გამოკითხულ რესპოდენტთა 47%-მა დააფიქსირა.
გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, ხოლო 18% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ არჩევნები სრულად გაყალბდება, ხოლო 18%-მა არ იცის როგორ ჩატარდება.
NDI-ის კვლევა 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით, შერჩევით პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.
