კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა
15:10 19.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 86 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5094 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი547 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა