არჩილ თალაკვაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
არჩილ თალაკვაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18:54 18.04.2020
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"რეზო ესაძის სახით ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი დაკარგა, თუმცა მისი ხელოვნება უკვდავია და რჩება ჩვენთან. ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებაში რეზო ესაძის წვლილი განსაკუთრებულია. მუდამ გვემახსოვრება მისი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც, რომელიც არაერთხელ გამოავლინა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს"-ნათქვამია თალაკვაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.


ბეჭდვა