კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა
11:08 17.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5079 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 558 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა