საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში, მორიგ შეხვედრას დღეს სპორტის სასახლეში გამართავს.
ამჯერად, ქართველი კალათბურთელები ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ტრავმის გამო, შესაძლოა, დღეს ვერ ითამაშოს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.
თამაში 19:00 საათზე დაიწყება.
