ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სამართალდამცავებთან ერთად ამოწმებდნენ ოზურგეთი-ლესის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების მსურველ მოსახლეობას.
საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
