კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა
09:30 15.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 300 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4990 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 462 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა