კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა
12:54 14.04.2020
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4856 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 458 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა