„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“- „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას შეუერთდა
„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“- „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას შეუერთდა
18:35 13.04.2020
„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“- ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კასპის ორგანიზაცია შეუერთდა.

ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, სულ 45-მა ადამიანმა უანგაროდ გაიღო სისხლი.

დონაციის აქციის ფარგლებში გასულ კვირას სისხლი გაიღეს „ქართული ოცნების“ ხაშურის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, ჯამში 200-ზე მეტმა ადამიანმა.
ბეჭდვა