კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 67-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  266-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 67-მდე გაიზარდა
09:55 13.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4872 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 453 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა