დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს
13:21 12.04.2020
დღეს მართლმადიდებლები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავენ.

ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლის ამბავია გადმოცემული.

ბზობის დღესასწაულის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების მოთხრობის დეტალებს - ამ დღეს მღვდელმსახურები მლოცველების მიერ მიტანილ ბზის ტოტებს აკურთხებენ.

დღესასწაული ყოველთვის აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.

ქართულ ეკლესიებში საზეიმო მსახურება დილიდან აღევლინება.
ბეჭდვა