კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 252-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 63-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 252-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 63-მდე გაიზარდა
11:41 12.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 401 ადამიანი რჩება.








ბეჭდვა