კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 60-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 60-მდე  გაიზარდა
21:48 11.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 242 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 405 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა