კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა
14:03 11.04.2020
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4856 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 370 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა