ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
11:45 11.04.2020
ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა შეტყობინებაზე რეაგირება. მისამართზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბეჭდვა