საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა
10:55 10.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4908 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 430 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა