თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, წყლის მოწოდება მოსკოვის გამზირს, სამგორის, მეველის, გუდარეხის, მატროსოვის, სახალხოს, კალაუბნის ქუჩებს და სამრეწველო დასახლების ნაწილს შეუწყდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობითვე, აბონენტებს წყლის მიწოდება 03:00 საათიდან აღუდგებათ.
