საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა
12:03 09.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4722 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 408 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა