ქობულეთში საბერიკაცოს მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთში საბერიკაცოს მასივის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
15:56 08.04.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.
ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.



ბეჭდვა