20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს - სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივა სამოქალაქო მოძრაობა "შენმოქმედმა" პროექტ Charte • ჩართე -თან პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში 20 სოციალურად დაუცველ
უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა და ინტერნეტთან წვდომა მისცა.
კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს - სამოქალაქო მოძრაობა "შენმოქმედის" ერთ-ერთი ინიციატივაა.
ინიციატივის ფარგლებში, "შენმოქმედი" და "ჩართე" ერთი მიზნით გაერთიანდნენ - დაეხმარონ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვთ და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას.
გაიგე მეტი პროექტ "ჩართეზე" და ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად, რამდენიმე დაწკაპუნებაში აქ:https://charte.ge/
"შენმოქმედში" ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესს, არასამთავრობო, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.
