საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ საკონკურსო სხდომაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „რადიო იმედმა“ მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „რადიო იმედმა“ მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.
კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 29 ივნისს გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „რადიო იმედი“ მონაწილეობდა.
