საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა
10:24 08.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4674 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 362 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა