ონის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ონის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10:15 08.04.2020
კორონა ვირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლის, ბარათაშვილის, ვახტანგ მეექვსის, მოედნის, მ.ლებანიძის სანაპიროს, აღმაშენებლის და დემეტრე მეორეს მოედანს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

დეზინფექციის სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში-ლევან ქვათაძემ, მერის მოვალეობის შემსრულებელთან -ეკა მაისურაძესთან ერთად მოინახულა.

დეზინფექციის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ბეჭდვა