გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები კოვიდ 19 - თან ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ
გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები კოვიდ 19 - თან  ბრძოლის ფონდში ხელფასის  მესამედს  გადარიცხავენ
16:41 07.04.2020
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს პანდემიის წინააღმდეგ და თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება თანადგომა და დახმარება, დამატებითი წვლილი შეიტანოს.

საქართველოს პროკურატურა ასევე გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევენ.

ბეჭდვა