საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა
11:20 06.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 386 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა