საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
11:46 05.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 330 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა