კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა
19:41 02.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 281 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა