კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა
10:11 02.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5437 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 260 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა