ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს "ღია კარის" დღე გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, "ღია კარის" დღეზე აბიტურიენტებს და მშობლებს საშუალება ექნებათ ფაკულტეტების დეკანებს და პროფესორებს გაესაუბრონ. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.
"ღია კარის" დღეზე ინოვაციური პროექტებიც იქნება წარმოდგენილი. წელს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სამართლის, მეცნიერებათა და ხელოვნების,
ბიზნესისა და საინჟინრო ფაკულტეტებზე მიიღებს.
